
რუსეთის ქალაქ ეისკში საცხოვრებელ კორპუსს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა - ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებული.
საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, ცხრასართულიანია და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის მთლიანად იწვის.
"მივემგზავრები ეისკის რაიონში. ადგილზე უკვე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახურები - ხანძრის ქრობაში ყველა რეგიონული და რეგიონული სახანძრო-სამაშველო გარნიზონი ჩართულია", - ნათქვამია კრასნოდარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიის ცნობით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.