კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს დილით მუზეუმის მიმდებარედ მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო.
უწყება ამბობს, რომ ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.
"მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).
თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია", - წერია განცხადებაში.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია.