"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა რევაზ ხარაზმა ახალი დოკუმენტები გაასაჯაროვა.
ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. ავარიული სახლების პროგრამა, რიჟვაძე-ჩიქოვანის კლანზეა მორგებული. ხარაზის ინგორმაციით, მერთან არსებული სათათბირო საბჭო, რომელმაც სამშენებლო ნებართვები უნდა მოამზადოს, "ქართული ოცნების" ნდობით აღჭურვილი პირებით და მაღალჩინოსნების ახლობლებით არის დაკომპლექტებული.
ავტორი: თეა ვაშალომიძე