კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ დაგამთავრათ - ზარქუა ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რომ რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ. არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო რაც თქვენ გააკეთეთ, ამ ტრაგედიის ფონზე მერისთან რომ მიაგზავნეთ ბავშვები, 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ, ეს არის თქვენი სახე, ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, იმიტომ, რომ ხალხმა იცის, რომ ის რაც მოხდა არის ტრაგედია, ის რაც მოხდა ოჯახის მერე ყველაზე მეტად კახი კალაძე განიცდის და მთელი მერია, ამას გრძნობს ხალხი".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი