დავით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა, განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით.
ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს." წერს ის.
ცნობისთვის, პარტია „ევროპელი სოციალისტები“ 2021 წლის 9 იანვარს დაფუძნდა. დავით ზილფიმიანი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი იყო.