
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინაში 425 ბავშვი დაიღუპა, 815-ზე მეტი კი დაშავდა. უწყება აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი ბავშვი - 411 - დონეცკის ოლქში დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ასევე წერს, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე, ოკუპანტების თავდასხმების შედეგად 2 663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.