დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისის მერიიდან "მთავარის" ლეპტოპი და "ტვ პირველის" კამერა მოიპარა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული "მთავარი არხის" კორესპონდენტის ლეპტოპი და "ტვ პირველის" კუთვნილი კამერა იპოვეს. 

პირი, რომელმაც ნივთები მოიპარა პოლიციამ დააკავა. 

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მერიის შენობის მედია ცენტრში მისულ ჟურნალისტებს კუთვნილი ნივთები ადგილზე არ დახვდათ. ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს, რომ პირი შენობაში ფანჯრის შემტვრევით შევიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი