
წინასწარი გამოძიების შედეგები აჩვენებს, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ დაზიანების მიზეზი ორი ძლიერი აფეთქება გახდა. კოპენჰაგენის პოლიციის განცხადებით, აფეთქებები დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მოხდა, თუმცა გამოძიებაზე რამდენიმე ქვეყანა ერთობლივად მუშაობს. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომლის საშუალებითაც ევროპა რუსული ბუნებრივი აირით მარაგდებოდა, სექტემბერში დაზიანდა. დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებენ, კრემლში კი, თავის მხრივ, დივერსიის ავტორებად დასავლეთის სპეცსამსახურებს ასახელებენ.