
თურქეთმა შავ ზღვაზე საკუთარი წარმოების მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ რაკეტა რიზედან გაუშვეს.
მათივე ცნობით ის წარმატებით მოხვდა მიზანს, ქალაქ სინოპის სანაპიროსთან.
სააგენტოს ცნობით, რაკეტების განვითარების პროექტს "ტაიფუნი“ ჰქვია, ის კორპორაცია Roketstan-მა შექმნა.