მირიან ნიკოლაძის პოლიტიკური გეგმები - შაქარაშვილის ბიძამ შესაძლოა მაჟორიტარად იყაროს კენჭი

გამოქვეყნდა:

მირიან ნიკოლაძის პოლიტიკური გეგმები - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა პოლიტიკურ აქტივობებს აანონსებს და "ნაციონაულ მოძრაობას" პოლიტიკიდან გაქრობით ემუქრება.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ადასტურებენ, რომ შესაძლოა, მირიან ნიკოლაძე მათი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. სასტიკად მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძა აცახდებს, რომ  "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში", ის ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გაწევრიანდა. ნიკოლაძე დღეს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციაზე გამოჩნდა.

შაქარაშვილის ბიძის თქმით, მისთვის პრინციპულია როგორც "ნაციონალურ მოძრაობასთან", ასევე "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლა, ვინაიდან მმართველი გუნდი ოპოზიციას ხელს აფარებს.

9 წელი ვიყავი, ფაქტიურად, ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ადვოკატი ვიყავი, ყველგან ვიბლოკებოდი, როგორც ხდებოდა. 9 წელი მირიან ნიკოლაძე არ გაჩერებულა... ის ხელისუფლება უნდა წათრეულიყო და ვიყავი ამის აქტიური მომხრე, - ამბობს ნიკოლაძე.

ნიკოლაძე ასევე ამტკიცებს, რომ ოჯახისთვის თავიდანვე ცხადი გახდა, რომ შაქარაშვილი მოკლული იყო და ახლა გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

17 კაცი მაშინვე დაიჭირეს, როგორც კი ვთქვი და დაიჭირეს სწორი კვალიფიკაციით, არ დაიჯეროთ რომ 225-ე მუხლი სხვა თავშია... არ დაიჯეროთ, სწორია კვალიფიკაცია. სანამ არ მოვა ექსპერტიზის დასკვნა, ვერავინ იძახის იურიდიულად მკვლელობა არის თუ არ არის. როგორც კი მოვიდა დასკვნა და ცალსახად გაიშიფრა, რომ ბავშვი ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა თუ არა ფიზიკური ძალადობის შედეგად, მაშინვე დავაყენეთ საკითხი კვალიფიკაციის შეცვლაზე. კვალიფიკაცია შეიცვალა, მაგრამ ჯერ ეს არ არის საკმარისი. მაშინ ვიქნებით ოჯახი კმაყოფილი, როცა 6-ვე მათგანს წარედგინება ბრალი მაგაზე, - აღნიშნავს ნიკოლაძე.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში ადასტურებს, რომ ნიკოლაძე აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა მის მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლო წარდგენას არ ადასტურებს. 

"დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი კი აღნიშნავს, რომ ნიკოლაძე დიდი ხანია, რაც მათი პოლიტსაბჭოს წევრია.

გედევან ფოფხაძის თქმით, იგი ენდობა ნიკოლაძის გამოცდილებას, ვინაიდან ისინი დიდი ხანია, რაც თანამებრძოლები არიან.

ვიცი რას უნდა ველოდებოდე მისგან, რამდენად მზად არის იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე გავიაროთ. ის არის ძალიან კარგი იურისტი, - განმარტავს ფოფხაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი