ხერსონის გათავისუფლება? იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს წლის ბოლომდე - ბუდანოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას პროგნოზირებს 2022 წლის ბოლომდე. მისი თქმით, ამჟამად უმძიმესი ბრძოლებია დონბასში, ქალაქ ბახმუტისა და სოლედარის მიდამოებში.

„ამჟამად იქ მიდის უმძიმესი საომარი მოქმედებები... ვფიქრობ, ცოტა არასწორი იქნება გეგმების გამჟღავნება, წლის ბოლომდე ჩვენ მივაღწევთ მნიშვნელოვან პროგრესს, ეს იქნება მნიშვნელოვანი გამარჯვებები. მალე ნახეთ. ხერსონის გათავისუფლება? კარგი, იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს ხერსონი", - განაცხადა ბუდანოვმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. უკვე გათავისუფლებულია ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი და დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქების მთელი რიგი დასახლებები. 

9 ოქტომბრის მდგომარეობით, ხერსონის მიმართულებით ოკუპანტებისგან გათავისუფლდა 1170 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი