
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრანამ ევროკავშირისგან 2 მლრდ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება მიიღო.
მისივე ცნობით, პირველი ტრანში 5 მლრდ მოცულობისაა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო გამოუყო.
"ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში", - წერს შმიგალი.
მისივე ინფორმაციით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 მლრდ ევროს მოცულობის მაკრო-საფინანსო დახმარება მიიღო ევროკავშირისგან.