პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღევანდელი დაკავებების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღწერილი დანაშაულის სქემის ვერსია პირდაპირ აჩვენებს, რომ სისტემა სრულიად მორღვეულია.
თბილისის მერიის პროექტის განხორციელებისას, რომელიზეც 13 მილიონი იხარჯება კერძო პირები, ხელოსნები, მენეჯერები, ექსპერტები, დირექტორები და სახელმწიფო მოხელეები განზრახ და შემთხვევით უშვებენ შეცდომებს, გადაცდომებს და სჩადიან დანაშაულს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ასეთ სისტემაზე პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერმა უნდა აიღოს.