ოპოზიცია ქართულ ოცნებას სიცრუეში ამხელს. მმართველი გუნდის ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ მთავრობას ხალხი შეგნებულად შეყავს შეცდომაში და არგუმენტები რომლითაც ხელისუფლება თავს იმართლებს, უსაფუძვლოა.
"ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებებით ოპოზიციის ეს ვერსია კიდევ უფრო მყარდება. ირაკლი კობახიძე მკაფიო პოზიციით პირდაპირ პასუხობს რა მოხდა ევროსაბჭოში, სადაც საქართველოს დელეგაციამ ისტორიულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
"ოცნების" ოდიოზურმა ლიდერმა ვერც თბილისში გაბედა რუსეთის ტერორიისტულ სახელმწიფოდ მოხსენიება და რეზოლუციაზე საუბრისას მმართველი გუნდის სრული შემადგენლობის მსგავსად მიზეზად მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული ჩანაწერი დაასახელა.