პარლამენტმა გენპროკურორის არჩევის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

 გენერალური პროკურორის არჩევის განსხვავებულ დროებით წესს ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 126 ხმით მიიღო.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებამდე კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომისიის შემაჯამებელი ოქმი წარადგინა.

„როდესაც საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, როდესაც საუბარია ქვეყნის ძირითად დოკუმენტში რაიმე ცვლილების განხორციელებაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში. სწორედ ამიტომ არის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურა გათვალისწინებული კანონით, რომ ფართო საზოგადოებამ გაიგოს კონკრეტული ცვლილების არსი, გამოითქვას მოსაზრებები და შეკითხვები და მათ კომისიის წევრთა მხრიდან გაეცეს პასუხი. ეს პროცედურა ჩვენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად განვახორციელეთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამოკვეთილი პროცედურული და შინაარსობრივი საკითხების შესახებაც ისაუბრა და მოკლედ შეეხო ცვლილების შინაარსს.

„შინაარსთან დაკავშირებით შემდეგი მოცემულობის წინაშე დავდექით, რომ შეხვედრებში მონაწილე პირთა უმეტესობამ გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობის და გენპროკურორის მდგრადობის უზრუნველყოფის ნაკლოვანების თვალსაზრისით ძირითადად უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის არსი. შინაარსთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყველამ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება“, - განაცხადა მან

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი