ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია - "იფსოს" კვლევა

გამოქვეყნდა:

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნება" დამარცხებისთვის განწირულია. "მთავარი არხის" დაკვეთით ფრნაგულმა კომპანია "იფსოსმა" სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. "ქართულ ოცნებას" ალოკაციის მეთოდით 34% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" 29%, "ევროპულ საქართველოს"- 10%. 

მონაცემებით ჩანს, რომ მხოლოდ ორი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", "ქართულ ოცნებას" არჩევნებს მთელი 5% უგებენ. 

კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ არჩევნები იყოს? 

  • "ქართული ოცნება" - 34%
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 29%
  • "ევროპული საქართველო"- 10%
  • "ლეიბორისტიული პარტია"- 6%
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 5% 
  • "ლელო" - 3%
  • "გირჩი"  - 3% ,
  • ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობა" - 3%
  • ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" - 2%
  • "კონსერვატორები" - 1%
  • "თავისუფალი საქართველო"- 1%
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი