გერმანიამ, რუსეთთან კავშირის გამო, კიბერუსაფრთხოების უფროსი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ კიბერუსაფრთხოების უფროსი არნე შონბომი რუსეთთან კავშირის გამო გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ შონბომი კიბერუსაფრთხოების ფედერალურ ორგანოს (BSI) ხელმძღვანელობდა, რომელსაც გერმანიის სამთავრობო კომუნიკაციების დაცვა 2016 წლიდან ევალება.

გერმანული მედია კი მას რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანებთან კავშირში ადანაშაულებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს იძიებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი