
"რუსულ ელიტაში 10-დან 9 კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინაში მიმდინარე ომს. პუტინის ახლო წრეშიც კი არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ყველაფერი არ მოსწონთ, მაგრამ თავისუფლება არ არსებობს" - ამის შესახებ UNIAN-თან ინტერვიუში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი გუდკოვმა ისაუბრა
მისივე თქმით, რუსულ ელიტაშიც და საზოგადოებაშიც პუტინის მედვედევით შეცვლას ელოდნენ.
გარდა ამისა, პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მედვედევი მეორე ვადით რომ მოსულიყო, ეს არ მოხდებოდა,
"ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით, მაგრამ მათ მოატყუეს ყველა და ადგილი შეცვალეს. ამ 20 წლის განმავლობაში, არ ვიცი, რამდენი მილიონი ადამიანი დარჩა, ვინც თავდაპირველად დაინახა, სად მიდიოდა ეს ყველაფერი. ბოლოტნაიას მოედანზე ასობით ათასი ადამიანი მოვიდა, იყო მასობრივი მიტინგები, მაგრამ ელიტა არ გაიყო, უშიშროების ძალები ლოიალურები იყვნენ - პუტინმა მათ ფული გადაუხადა, ყველა დაარბიეს. ყველა გამოდევნეს ძალაუფლებიდან. 2016 წელს ხელახლა არჩევის უფლება არ მომცეს, თუმცა არჩევნებში გავიმარჯვე. შარშან საერთოდ არ შემიშვეს და ციხეში ჩამსვეს, მამიდა მძევლად ამიყვანეს და მაიძულეს წავსულიყავი“, - ამბობს გუდკოვი.
მისივე თქმით, პუტინი ჯერ კიდევ მკაცრად მართავს უშიშროების ძალებს, რათა მის წინააღმდეგ რაიმე სახის შეთქმულება არ მოხდეს.
თუმცა, გუდკოვის თქმით, სამხედრო დამარცხების შემდეგ შეიძლება რაიმე სახის განხეთქილება მოხდეს, როდესაც პუტინი რეალურად დაკარგავს თავის რეიტინგს, მოქალაქეების მხარდაჭერას და ზოგიერთი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას.
"მაშინ ისინი იფიქრებენ: "და ვინ, თუ არა პუტინი?" შესაძლებელი იქნება პუტინისთვის მთელი ამ ომის ჩამოწერა, სხვა პირის დადება, უკრანიდან ჯარების გაყვანა, ამ ტერიტორიების გათავისუფლება და სანქციების მოხსნის მცდელობა. ასეთი სცენარი არ არის გამორიცხული, მაგრამ შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პუტინი ძალაუფლებას სამხედრო მარცხის შედეგად დაკარგავს", - ამბობს პოლიტიკოსი.
ცნობისთვის, ადრე გუდკოვმა განაცხადა, რომ რუსეთში გენერლების ხაზის გასწვრივ ელიტაში განხეთქილება უკვე დაწყებულია.