აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მალხაზ თავდგირიძის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას გამოეხმაურა. მის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს:
ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი.
შეგახსენებთ, გუშინ სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, საქმე ეხება ხელვაჩაურის საკრებულოს, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი პირადი მიმოწერა უკანონოდ მოიპოვეს, გამოიყენეს და გაავრცელეს.
ამავე თემაზე: