რუსთავში ამ დრომდე ეძებენ ცხელების ცენტრიდან გაქცეულ პაციენტს

გამოქვეყნდა:

რუსთავში ამ დრომდე ეძებენ ცხელების ცენტრიდან გაქცეულ პაციენტს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინიდან, კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. თუმცა დღეს დილით, პაციენტი პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის კოვიდ 19-ის ანალიზის პასუხი ამ ეტაპისთვის, უარყოფითი იყო. 

დღეს დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, პაციენტს ემცნო, რომ ამ ეტაპზე, მას არ გამოუვლინდა კოვიდ ინფექცია. განემარტა იმის შესახებ, რომ უნდა დაბრუნებულიყო, კვლავ, საკარანტინო სივრცეში აღნიშნული მან დაადასტურა ხელის მოწერით, თუმცა, დაახლოებით 10 საათისთვის პაციენტმა თვითნებურად დატოვა ჩვენი კლინიკა. ვიმეორებ, ის იყო ბოქსირებულ პალატაში. ფანჯრიდან გადახტა, ფანჯრის რაფაზე აღენიშნება ნაკვალევი. ჩვენს მიერ შეტყობინება გადაცემულ იქნა 112-ზე, - ამბობს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი

ამ ეტაპისთვის უცნობია, სად იმყოფება კლინიკიდან გაქცეული პაციენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარ არ აკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულია სულ 986 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 857 ადამიანს შეადგენს. ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილია 15 ადამიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი