კი, მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ შევხვდები - კალაძის პასუხი "კამპანიურ აჟიოტაჟს"

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ მისი ვალი იყო შეხვედროდა დევი მეზურნიშვილის, რომელმაც ბავშვები გადაარჩინა და დაშავებულ ბიჭს, რომელსაც გუშინ საკუთარი საფეხბურთო მაისური აჩუქა.

ბავშვის ფოტოები კალაძის მაისურით, გუშინ რამდენიმე მედიამ გაავრცელა, იმის მითითებით, რომ მან ფოტოები სოციალურ ქსელში, თავად ატვირთა.

"რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეგობრებო, ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა. არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის, კი მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, და კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ, მოვინახულებ ყველას ვისი მადლიერიც ვარ და ყველას ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა", - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, აუცილებლად შეხვდება მეგი ბანცაძეს, რომელმაც 13 წლის ბიჭი გადაარჩინა და გული აუმუშავა, ასევე, თქვა, რომ შეხვდება კიდევ ერთ დაშავებულ ბავშვსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი