
ხუთი რუსი გენერლიდან ოთხი, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიან შეჭრას, გაათავისუფლეს - იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით.
ბრიტანული დაზვერვა ასევე იუწყება, რომ რუსეთის არმიაში მობილიზებულების მოსამზადებლად, უმცროსი ოფიცრების დეფიციტია.
„თვითმხილველების ჩვენებებით, 2022 წლის 15 ოქტომბერს თანამემამულემ ესროლა 11 რუს ჯარისკაცს ბელგოროდის მახლობლად მას შემდეგ, რაც ოფიცერმა შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ახალწვეულებზე“, - ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.