"მისაღები კი არ არის, ვალდებულია კახა, მორალური ვალდებულება აქვს, რომ ყველა დაზარალებული, რომელმაც უდიდესი სტრესი მიიღო მითუმეტეს ამ ტრაგედიისგან, რაც ყველას თავს დაგვატყდა 13-ში, ყველა დაზარალებული ნახოს, და ამას აკეთებს, ყველას მადლობა გადაუხადოს, ეს თავად თქვა თვითონ. და რა პიარზე ლაპარაკობენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ტრაგედიით მოსარგებლე ხალხი უწუნებს ვიღაცას რაღაცა სვლას ხო?! არ უნდა ნახოს? თუ ხალხს უნდა დაუმალოს, თუ რა უნდა გააკეთოს, მართლა არ მესმის".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ თბილისის მერზე.