ბერშუეთიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძეა. საოკუპაციო ძალებმა ის უკანონოდ გუშინ დააკავეს, თუმცა მომხდარის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც გლურჯიძე ახლობლებს თავად დაუკავშირდა.
არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა გლურჯიძე ჯერ ოკუპირებული წინაგარას რუსულ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, იქიდან კი ცხინვალის იზოლატორში. მას ედავებიან არარსებული "საზღვრის" გადაკვეთას.
სუს-ი ამბობს, რომ ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამ დროისათვის ოფიციალური მონაცემებით, ცხინვალის იზოლატორში საქართველოს 5 მოქალაქეა უკანონოდ დაკავებული. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც ოკუპანტებმა გასულ წელს გაიტაცეს.