SBU-მ ლუგანსკში "რეფერენდუმის" ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] ლუგანსკის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩატარებული ყალბი რეფერენდუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ სტელმახივკაში მცხოვრები 50 წლის ქალი, რომელიც ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო საწარმოში მუშაობდა და რუსული ჯარების მიერ, რაიონის ოკუპაციის შემდეგ, მტერთან თანამშრომლობა დაიწყო.

ოკუპანტებმა მას დაავალეს მშობლიურ სოფელში ყალბი რეფერენდუმის მომზადება და ჩატარება.

გამოძიების ცნობით, ქალმა ბიულეტენების შესაგროვებლად ურმით შემოიარა თანასოფლელების ეზოები და ჩაატარა კამპანია იმისთვის, რომ ხმა მიეცათ რუსეთთან „შეერთებას".

ქალი ამჟამად პატიმრობაშია და ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი