საქართველოში პუტინის ოპონენტებს უფრო უჭირთ შესვლა, ვიდრე ომის მომხრე რუს ნაციონალისტებს - POLITICO

გამოქვეყნდა:

"ქართველები რუსების შემოდინებას ებრძვიან" - გამოცემა POLITICO სტატიას აქვეყნებს, რომელშიც რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასა ეხება. 

სტატია იწყება იმით, რომ "თბილისის ქუჩებში ყველგან რუსულ ენაზე მოსაუბრეები არიან და რბილად რომ ვთქვათ ეს არ არის ის, რაც ქართველებს უხარიათ". 

სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველებს მწარე მოგონებები აქვთ 2008 წელს პუტინის ინტერვენციაზე. 

"ქართველებისთვის უკრაინაში კონფლიქტი აცოცხლებს 2008 წელს რუსული შემოჭრის მტკივნეულ მოგონებებს. ეს ნიშნავს, რომ ბევრს ნაკლებად სიამოვნებს ახალჩამოსულთა ხილვა, რადგან ისინი ფართოდ არიან ეჭვმიტანილი, რომ კვლავ მხარს უჭერენ პუტინის ომს, მაგრამ უბრალოდ არ სურთ ბრძოლა",- ნათქვამია სტატიაში. 

პოლიტიკა და ფასები

სტატიის ავტორები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო, ბევრმა ქართველმა სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშა გამოფინა. ზოგიერთმა ბანერიც კი ჩამოკიდა ლიფტებში ცისფერ და ყვითელ ფერებში. განსაკუთრებით გაბრაზდნენ,  როდესაც კამერებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეები ფარულად ანადგურებდნენ უკრაინულ სიმბოლოებს.

Telegram-ის ერთ-ერთ არხზე, სავარაუდოდ, რუსმა მომხმარებელმა იკითხა - კარგი იქნება თუ არა საზღვრის გადაკვეთა საქარე მინაზე გამოკრული ომის "Z" სიმბოლოთი და ის სხვა მომხმარებელმა გააფრთხილა: "არსებობს დიდი შანსი, რომ აქ [საქართველოში] ასეთი სიმბოლოების გამო მუშტი დაერტყათ სახეში."

მობილიზაციის გამოცხადებისთანავე ზემო ლარსის საგუშაგოზე 50 000-ზე მეტი რუსი ერთ კვირაში შევიდა. ამავე პერიოდში საქართველო 35 000-მდე რუსმა დატოვა.

სტატიაში ასევე ნათქვამია რომ ქართველებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსების შემოდინებას, ეს ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის  - ეს ასევე ეკონომიკის საკითხია, რადგან მათი შემოსვლით იზრდება ქირის და სურსათის ფასები. საქართველოში ბევრს აწუხებს, რომ ისინი ეკონომიკურ ტვირთად იქცევიან.

სასაზღვრო იმედგაცრუებები

საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან 2012 წელს, ტურიზმის გაძლიერების მიზნით, რათა რუსები მარტივად შევიდნენ და ქვეყანაში დარჩნენ ერთ წლამდე ვადით.

თუმცა, ახლა ბევრი ქართველი ითხოვს ამ პოლიტიკის გადახედვას. ზოგი ამბობს, რომ სავიზო რეჟიმი უნდა აღდგეს, ზოგი კი საზღვრების მთლიანად ჩაკეტვა სურს.

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციისთვის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისთვის, მარტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველების 66% რუსებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა. რამდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას გადახედოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკას, მაგრამ უშედეგოდ.

7 სექტემბერს, 200-მდე ქართველი შეიკრიბა თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე და მთავრობას მოსთხოვა საზღვრის დაკეტვა რუსებისთვის, ისინი ფეხს აბიჯებდნენ პუტინის პორტრეტს. 

"ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მათთვის, ვისაც სურს გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, არის ის, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“, განიხილება, როგორც კრემლთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი. ეს ხსნის ვითარებას, როდესაც პუტინის ბევრ ოპონენტს საქართველოში შესვლა უფრო უჭირს, ვიდრე რუს ნაციონალისტებს",- ვკითხულობთ სტატიაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი