
ცოტა ხნის წინ, კიევზე რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა იყო. როგორც უკრაინის საჰაერო სარდლობა იტყობინება, განადგურებულია ორი საკრუიზო რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. გარდა ამისა, ჩერნიგოვის რაიონში უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.
სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.