
"პუტინი რუსეთს საუკუნეებით უკან აბრუნებს, რაც სახიფათო ვითარებას ქმნის" - ამის შესახებ კომპანია "იუკოსის" ყოფილი ხელძმღვანელი მიხაილ ხადორკოვსკი საუბრობს.
მისი თქმით, კაცობრიობის ცივილიზებულმა ნაწილმა დიდი ხნის წინ თქვა უარი ძალის გამოყენებაზე, რადგან პირველ ადგილზე ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი დააყენა, კრემლის ლიდერი კი ფსონს ისევ ძალის გამოყენებაზე დებს, რაც, თანამედროვე შეიარაღებისა და განადგურების სისტემების გათვალისწინებით, საკმაოდ სახიფათო სიტუაციას ქმნის. ამასთანავე, ხადორკოვსკიმ ივარაუდა, რომ პუტინი გამარჯვებას ვერ მიაღწევს, რუსეთს კი დაშლამდე მიიყვანს.
"პუტინი განასახიერებს ავტოკრატიის რენესანსს მისი ყველაზე სახიფათო ფორმით. ანუ იმ ფორმით, რომელიც ძალის გამოყენებას ეხება. ათასწლეულების განმავლობაში, კაცობრიობა ერთმანეთთან პრობლემებს დიპომატიისა და ძალის თანაბარი გამოყენებით წყვეტდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც შეიარაღება უფრო სერიოზული და სახიფათო გახდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ძალის ხშირი გამოყენება ცხოვრების გაუარესებას ნიშნავს.
ამიტომ კაცობრიობამ მოიგონა სამართლებრივი სახელმწიფოს ცნება და საერთაშორისო სამართალი. ძალამ კი გადაინაცვლა უკანა ფლანგზე. დაახლოებით 60-იანი წლების შემდეგ ეს ძალა საერთოდ იქნა დავიწყებული, რადგან ადამიანებს გაუჩნდათ შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებები და სამართალი
თავისთავად არსებობს. პუტინმა კი ეს სამართლის გაგება ისევ ძალის გამოყენების დონემდე დაიყვანა", - თქვა მან.