რატომ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა თბილისის მერს | მოსახლეობა კახა კალაძის წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

თბილისის მოსახლეობა დედაქალაქის მერის წინააღმდეგ. ხალხის გამოკითხვით დასტურდება, რომ მმართველი გუნდის სტრატეგიამ და მცდელობამ, აარიდოს კახა კალაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვერ გაამართლა. საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ელოდება მერის გადადგომას.

თუმცა ამ შემთხვევაშიც "ქართულმა ოცნებამ" და დედაქალაქის ხელმძღვანელმაც არა ხალხის არამედ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელეს. კალაძემ დღეს მთავრობის სხდომისთვის საგანგებოდ მმზადებულ მიმართვაში პირდაპირ თქვა, რომ არ აპირებს თანამდებობრივ მდგომარეობაში კორექტივების შეტანას და ყველა, ვინც მისგან რადიკალურ ნაბიჯს მოითხოვს, ტრაგედიით სპეკულირებს, იმ ტრაგედიით რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შექმნილმა სისტემურმა პრობლემებმა განაპირობა და 13 წლის მარიტა იმსხვერპლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი