გატაცებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. თბილისის კონტროლირებადი სოფელ ბერშუეთიდან დავით გლურჯიძე რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ნაკვეთიდან გაიტაცეს. 53 წლის მამაკაცი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ამ დრომდე ტყვეობაში რჩება კიდევ 4 ქართველი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ბერშუეთი განსაკუთრებით სახიფათო ადგილად იქცა. მიხედავად იმისა, რომ დასახლება ქართული მხარის კონტროლქვეშაა, საოკუპაციო ძალებს ის ალყაში ჰყავთ მოქცეული და არ ერიდებიან ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებას.