უკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას, სამხედრო პატივით, დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლს, ედიშერ კვარაცხელიას სამხედრო პატივით, დღეს დაკრძალავენ. 
დაკრძალვის ცერემონია მის მშობლიურ მხარეში, წალენჯიხაში გაიმართება, სადაც დაღუპულის პანაშვიდი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. კვარაცხელიასთვის პატივის მისაგებად ადგილზე "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა.

ცხედრისთვის პატივის მისაგებად მისულებმა, სახლის შესასვლელში, ჯერ რუსეთის დროშას უნდა დააბიჯონ ფეხი.

ედიშერ კვარაცხელია პროფესიონალი სამხედრო უკრაინის არმიაში 2014 წლიდან მსახურობდა, იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ის 10 ოქტომბერს, ბახმუტთან დაბომბვას ემსხვერპლა.

ის უკვე მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი