დღეს პარლამენტში  საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში 20 ოქტომბერს, "მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.

დარჩიაშვილი გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხებს. გაიმართება დებატებიც.

საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ოპოზიციას არაერთი კითხვა აქვს, მათ შორის მინისტრს მოუწევს პასუხები გასცეს - თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი