ოკუპანტებმა მიკოლაევს S-300-ებით დაარტყეს - კიმი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა მიკოლაევს S-300-ებით დაარტყეს, ინფორმაციას უკრაინული მედია, მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა 4 უპილოტო თვითმფრინავი ქალაქის ერთ-ერთ სკოლას დაუმიზნეს, გარდა ამისა  კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა დახურულ კერძო ტერიტორიაზე.

თავდასხმის შედეგად ღია ადგილებში გაჩნდა ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც ლიკვიდირებულია. 

"S-300-ები ჩამოვარდა ქალაქში. მსხვერპლი და ნგრევა არ არის, მხოლოდ გაზონებია გაფუჭებული"- წერს ვიტალი კიმი

გარდა ამისა კიმის ინფორმაციით, იერიში მიიტანეს ოჩაკოვის პორტზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი