სექტემბერში, საქართველოში რუსეთიდან 222 274 ადამიანი შემოვიდა

გამოქვეყნდა:

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან 511%-ით მეტი ადამიანი შემოვიდა. 

კერძოდ, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა 222 274 ადამიანი, გასულ წელს კი - 36 407. 

შეგახსენებთ, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთს სამხედრო გაწვევის ასაკის მქონე მოქალაქეები მასიურად ტოვებენ.  გამოქცეული რუსები, ლარსზე, კილომეტრიან რიგებში დღეების განმავლობაში  იდგნენ იმისათვის, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი