მასკი Starlink-ს თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომს გახდის

გამოქვეყნდა:

ილონ მასკი Starlink-ს თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომს გახდის, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სერვისი 2023 წელს ამოქმედდება და უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს, ყველა თვითმფრინავზე 350 Mbps-მდე, რომელსაც Starlink ტერმინალი აქვს, რაც საკმარისია ონლაინ თამაშებისა და ვიდეო ზარებისთვის.

არსებული ინფორმაციით, ჰაერში ინტერნეტის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 10 Mbps-ს აღწევს და კავშირი არსებობს კონტინენზებზე და არა ზღვაზე ან ოკეანეში.

SpaceX-ის ცნობით, ინტერნეტის დაფარვა გლობალური და ხელმისაწვდომი მთელი ფრენის განმავლობაში იქნება. 

ბოლო სატესტო ფრენის დროს Starlink Aviation-მა ბორტზე 100 Mbps ინტერნეტის სიჩქარეს მიაღწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი