2 დაღუპული - იზიუმში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. დაღუპულია 2 და დაშავებულია ოთხი ადამიანი.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რეგიონში დატოვებული ნაღმების აფეთქების საშიშროების დონე მაღალია.

„გუშინ იზიუმის რაიონში ნაღმზე აფეთქდა მანქანა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა“, - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პიროტექნიკურმა ქვედანაყოფმა დეოკუპირებულ ტერიტორიების განაღმვას აგრძელებენ და მათ  მხოლოდ ერთ დღეში, 657 ასაფეთქებელი ობიექტი გაანეიტრალეს.

ცნობისთვის, ხარკოვის ოლქში უკრაინა კონტრშეტევაზე 6 სექტემბერს გადავიდა. 14 სექტემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თითქმის მთელი რეგიონის დეოკუპაცია გამოაცხადა. 

6 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ხარკოვის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქალაქ იზიუმთან მასობრივი სამარხი იპოვეს, რომელშიც ოკუპანტების მიერ მოკლული უკრაინელების ცხედრები აღმოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი