"სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა" - გორის მერის მოადგილე თანამშრომლის გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

გორის მერიაში უარყოფენ, რომ თანამშრომელი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას დავით ჭალიძის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის სამსახურიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ინდმეწარმე აღმოაჩნდა. კანონმდებლობით კი, საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება.

"არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ყოფილა დავითის გათავისუფლება, თვითონაც კარგად იცის ეს. ჭალიძე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და მიზეზი გახდა ეს მისი გათავისუფლების. ჩვენ ყოფილი თანამებრძოლები ვართ, ჩვენ განა განსხვავებულ აზრს ვაკრიტიკებთ, არ შეიძლება დედის გინება, არ შეიძლება ოჯახის გინება და მე უბრალოდ რჩევის სახით ვუხარი მას...." - ამბობს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, გორის მერიიდან 5 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორისაა დავით ჭალიძე, ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ჭალიძე გათავისუფლებას იმ კრიტიკულ კომენტარებს უკავშირებს, რომლებსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელში ხელისუფლების მისამართით წერდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი