
ქალს, რომელმაც ოკუპანტებს ჩერკასზე თავდასხმისკენ მოუწოდა, უკრაინის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას უკრაინული მედია, ჩერკასისი სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ჩერკასის მკვიდრმა ტატიანა დრობოტმა, რუს ოკუპანტებს სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობა და ფოტოები გაუგზავნა, გარდა ამისა, მოუწოდა განეხორციელებინათ საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები ჩერკასის ერთ-ერთ მიკრორაიონზე, რომლის ტერიტორიაზეც სამხედრო ობიექტი იყო განთავსებული.
უკრაინის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ქალის სახლის ჩხრეკისას, ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში, რუსებისთვის ინფორმაციის გადაცემის არაერთი მტკიცებულება ამოიღეს.
მათივე ცნობით, სოციალურ ქსელში ტატიანა დრობოტი ოკუპანტების მხარდამჭერ პოსტებსაც ანთავსებდა.
ქალის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი, შეიარაღებული ძალების რიგებში "უკრაინას რუსი დამპყრობლებისგან იცავს".