პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი "მინისტრის საათის" ფორმატშია მისული. ოპოზიციის მთავარი კითხვებია ეხებოდა ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხსენების გამო "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა, ასევე, არის თუ არა მისი აზრით, პუტინის რეჟიმი ტერორისტული, რატომ არ ჩავიდა ხელისუფლება უკრაინაში.
ოპოზიციას სურს განმარტებების მოსმენა ანტიდასავლურ რიტორიკაზე და აშშ-ს საელჩოზე თავდასხმებზე, რომლებსაც "განდგომილი დეპუტატები" ავრცელებენ. დეპუტატებმა იკითხეს, ვინ აძალებდა "ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილის ომის დაწყებას და რატომ ისმის მსგავსი რიტორიკა.
"რატომ არ ჩახვედით უკრაინაში? რატომ არ ჩავიდა უკრაინაში არცერთი წარმომადგენელი მთავრობიდან. მინისტრები არ ჩადიხართ, რა სიგნალია ეს, რა შეტყობინებაა, ვის ეუბნებით, რომ მინისტრები არ ჩავდივართ და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა, კი არ ჩავიდა, ძალით გავუშვით, მთელი ამბები მოვაწყვეთ აქ და როგორც იქნა ჩავიდა", - თქვა ენმ-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ.
შალვა პაპუაშვილმა მის საპასუხოდ თქვა, რომ საპარლამენტო დელეგაციაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არ მონაწილეობდა.