
პუტინმა ტურიზმის სააგენტო "როსტურიზმი" გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Интерфакс ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაუქმებული უწყების ფუნქციები რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა და ამ დარგის კურატორი ეკონომიკის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იქნება.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტი მიიღებს სამართალდამცავ ფუნქციებს ტურიზმის სფეროში.
ცნობისთვის, "როსტურიზმი“ პუტინის განკარგულებით 2004 წელს შეიქმნა.