
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი ოკუპანტები 10 000-მდე ადგილობრივის მობილიზებას გეგმავენ, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, კოლაბორაციულ ხელისუფლებას ახლა შეუძლია მარიუპოლის მაცხოვრებლების ქონებისა და მანქანების "ლეგალურად" წართმევა.
"სამხედრო მდგომარეობის შემოღებით ისინი ოკუპირებულ მარიუპოლში ფართომასშტაბიანი მობილიზაციის დაწყებას გეგმავენ. წინასწარი შეფასებით, ფრონტზე შესაძლოა 10 000-მდე ადამიანი გაიგზავნოს...ასევე, კოლაბორაციულ ხელისუფლებას ახლა შეუძლია მარიუპოლის მაცხოვრებლების ქონებისა და მანქანების "ლეგალურად" წართმევა" - ამბობს ბოიჩენკო
მისივე თქმით, ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს გასასვლელი ჩაკეტეს, რის გამოც მარიუპოლელებს წასვლის მხოლოდ ერთი გზა აქვთ - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.