
ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით ხარკოვის რეგიონში ოკუპაციის ქვეშ ტერიტორიის 2%-ზე ნაკლები რჩება.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტების თავდაცვის ხაზის უკანდახევას.
"დღეს რეგიონის ტერიტორიის მხოლოდ 1,8% რჩება დროებით ოკუპაციაში - ეს არის 32 დასახლებული პუნქტი", - ამბობს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი
ცნობისთვის, სექტემბრიდან მოყოლებული უკრაინის არმიამ ხარკოვის რეგიონში 544 გაათავისუფლა.