ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას, რომელიც დღეს უკრაინის მიერ დასანქცირდა, "მთავარი არხი" დაუკავშირდა. ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ამბობს, რომ სანქციების შესახებ ცნობები არ ჰქონდა და პირობას დებს, რომ პასუხებს მის მიმართ არსებულ კითხვებს ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გასცემს. ხოლო ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი "მთავარი არხის" კითხვებს საერთოდ არ პასუხობს.
ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი: "რომელ სიაში? არ ვიცი, არ გამიგია, ვნახავ და მერე გეტყვით. ვნახოთ, ჯერ არ ვიცი. ვნახავთ, ეს თქვენი ნათქვამია ჯერ. ვნახავ და მერე გეტყვით"
ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა კი მოისმინა "მთავარი არხის" კითხვა და ყურმილი დაკიდა.
"პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება" - ასე აფასებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი უკრაინის მიერ საქნციების დაწესებას.
"ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, ამ შემთხვევაში მეტს ვერაფერს დავარქმევთ იმიტომ, რომ რა დგას ამ ბრძანების უკან არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო ისეთ ბრძანებულებას ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბატონ უჩა მამაცაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს რაიმე საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთში ან რუსეთში მოღვაწე რომელიმე ბიზნესმენთან, ვინც სანქცირებულთა სიაშია, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს, შესაბამისად ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება, რომელსაც უბრალოდ პერმანენტული ხასიათი აქვს",- ამბობს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმა და დეიდაშვილი დასანქცირებულები არიან. უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრე ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს გაუყინა ყველა აქტივი უკრინის ტერიტორიაზე, შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა, აუკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილოება უკრაინის გავლით. სანქციები შეეხება ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლესაც და უჩა მამაცაშვილს შვილს, ტატესაც.
ამავე თემაზე: