
დღეს საღამოს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "მთავარ აქცენტებში" გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული საქმის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დეტალების გახმაურებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისგან იმ ფაქტების შესახებ ითხოვდა ინფორმაციის დაკონკრეტებას, რაც ნიკა გვარამიას გადაცემაში გაჟღერდა. ყველა ვერსია, რომელზეც "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ტელეეთერში საუბრობდა, კონკრეტულ წყაროებს ეყრდნობოდა, თუმცა ეს წყაროები გვარამიას არ დაუსახელებია.