საგარეო საქმეთა მინისტრის საათი პარლამენტში და უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები. ილია დარჩიაშვილი დღეს ოპოზიციის მწვავე კრიტიკას ქართული ოცნების ტრადიციული პროპაგანდისტული გზავნილებით იგერიებდა.
დარჩიაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ვერ გაბედა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად მოეხსენიებინა და ისევ ოპონენტების პოლიტიკურ წარსულზე აპელირებდა. მინისტრი ვერც "ოცნებიდან" ფორმალურად წარსულებს გაემიჯნა და მათი გაცხადებული ანტიდასავლური პოზიციის დაგმობა შეძლო, ოპოზიცია კი დარჩიაშვილისგან სწორედ მკაფიო განცხადებებს ელოდებოდა სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით.