"ნუ ასეთი რამ ახასიათებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ ხუთშაბათისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სახლში და რჩება დაახლოებით 20% დეპუტატებისა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. დაახლოებით 1/3 იყო დარცენილი ხუთშაბათ დღეს და რეალურად ასამბლეის წევრების დაახლოებით 20%-მა დაუჭირა მხარი ცვლილებას და რეზოლუციის საბოლოო ტექსტს. ანუ ადვილია ხოლმე ხუთშაბათ დღეს ცვლილებების შეპარება"
- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენიებული. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც ოცნებამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.