"რატომღაც მათ ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა და საქართველო მათი მოთხოვნისთანავე უნდა ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომში და აქ გახსნილიყო მორე ფრონტი. ბუნებრივია, ეს არის ის სიგიჟე, რომელსაც საქართველოს არსებული ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ შურისძიების გზაზე დგანან ახლა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის სანქციებზე.