"ჩვენი არსებობა მათ აღიზიანებთ, რუსეთი უკრაინაში გენოციდს სჩადის" - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ადასტურებს, რომ ის უკრაინაში გენოციდს სჩადის.

კულებამ  ბერლინში "საერთაშორისო უფლება გენოციდის წინააღმდეგ" გამართულ კონფერენციაზე  გამოსვლისას განაცხადა, რომ გენოციდის პრევენციის კონვენცია ადგენს მკაფიო განმარტებას, თუ რა არის გენოციდი, ამიტომ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთი უკრაინელების განადგურებას გეგმავს. 

"გენოციდის წაქეზებაც კი დანაშაულია, ისევე როგორც ბავშვების გატაცება და დეპორტაცია რუსებად აღზრდისთვის, სწორედ ამას აკეთებს რუსეთი უკრაინაში... როცა უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აშვილებენ, ეს იმისთვის კეთდება, რომ დაივიწყონ თავიანთი ვინაობა და რუს ბავშვებად გაიზარდონ. ამას არავინ მალავს. ეს არის სისტემური ფენომენი, რომელსაც მთელი რუსული სახელმწიფო ახორციელებს...

რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებთ"-  თქვა  კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინამ უკვე შეიტანა სარჩელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის  წინააღმდეგ, თუმცა რუსების დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება.

კულებამ გერმანიას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ტრიბუნალის შექმნას რუსეთის ხელმძღვანელობის გასასამართლებლად და მადლობა გადაუხადა ოფიციალურ ბერლინს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი