ქუთაისში, სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის აგენტ-პროვოკატორია. ადვოკატები ამბობენ, რომ გარყვნილი ქმედების მცდელობის ფაქტზე დაკავებული დავით ზოსიაშვილი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე დაზარალებულადაა ცნობილი.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ უწყებები აღნიშნულ პიროვნებას ზოგჯერ მოწმედ, ზოგჯერ დაზარალებულად და ზოგჯერ თვითმხილველად წარმოაჩენდნენ.
"ამ ორი დაკავებული პიროვნებიდან ერთ-ერთი გახლავთ დ.ზ დავით ზოსიაშვილი, რომელიც
ჩემი და ქალბატონი ნინო შავგულიძის წარმოებაში მქონე სისხლის სამართლის საქმეზე გახლავთ დაზარალებული. დაზარალებული, რომელსაც აქვს დამაგრებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერისთვის გარკვეული ტექნიკური მოწყობილობა, რათა შექმნან ეს მტკიცებულებები კონკრეტული პიროვნებასთან მიმართებაში. დიახ, არის ეს ადამიანი კონკრეტული აგენტი, რომელიც ქმნის იმ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც შემდეგ აკავებენ პიროვნებებს", - ამბობს ადვოკატი.
კიდევ ერთი უფლებადამცველი ამბობს, რომ ზოსიაშვილი თავად აღიარებდა, რომ ირაკლი დანგაძის დაჭერა დაუკვეთეს.
ცნობისთვის, ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ კი ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.