ქუთაისში სკოლის მოსწავლეების მშობლები პანიკაში არიან. ბოლო დღეებია ერთმანეთის მიყოლებით სამართალდამცველები გარყვნილი ქმედების მცდელობის ფაქტზე მამაკაცებს აკავებენ, რომლებიც სკოლებთან ბავშვებს ხვდებოდნენ და ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ არასრულწლოვნებს მათთან წაყოლას სთხოვდნენ. ფაქტი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააფიქსირეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. პარალელურად ქუთაისის ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელი ბავშვებსა და მათ მშობლებს სთხოვენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტურო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ამ ეტაპზე კი გარყვნილი ქმედების მცდელობით ბოლო ორ დღეში ორი პირი დააკავეს.